ბითაძის 13 წუთი „ბრუკლინთან“ წაგებულ შეხვედრაში – გოგამ მეტოქეს სამჯერ დაუფარა [ვიდეო]

09:38, 11.02.2021

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 94:104 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 12 წუთი და 42 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 4 ქულა, 5 მოხსნა (4 დაცვაში, 1 შეტევაში), 3 დაფარება და 1 ჩაჭრა შეასრულა. ბითაძემ 2-დან 2 სროლი გამოიყენა. საერთო ჯამში, გოგამ დაცვაში საკმაოდ კარგად ითამაშა, რაზეც მისი დაფარებების რაოდენობაც მეტყველებს.

https://twitter.com/Pacers/status/1359678753622884357

რაც შეეხება მატჩს, „ინდიანამ“ უპირატესობა დასაწყისშივე დათმო. პირველი ტაიმის შემდეგ „ბრუკლინი“ 32 ქულის სხვაობით იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსმა“ მე-3 და მე-4 მეოთხედში მეტოქეს აჯობა, მაინც ვერ შეძლო მატჩის შემოტრიალება.

შეხვედრაში საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 35 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასია. ორმაგი დუბლი ჰქონდა ასევე დეანდრე ჯორდანსაც, რომელმაც 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება „პეისერს“, საუკეთესო კვლავ ლიეტუველი კალათბურთელი, დომანტას საბონისი იყო, მან 18 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 4 მოხსნა დააგროვა. ცუდი თამაში ჰქონდა გუნდის კიდევ ერთ ლიდერს მაილს ტერნერს, რომელმაც მიუხედავადა იმისა, რომ პარკეტზე არასრული 26 წუთი იყო, მხოლოდ 3 ქულა და 3 მოხსნა შეასრულა.

ამრიგად, ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო. „პეისერსი“ 12 მოგებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება და შემდეგ მატჩს 12 თებერვალს დეტროიტის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი