დონალდ ტუსკი – ევროპული ქვეყნები დარწმუნებულები არიან თავდაცვის ხარჯებისა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდის აუცილებლობაში

00:09, 03.03.2025

ევროპული ქვეყნები დარწმუნებულები არიან თავდაცვის ხარჯებისა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდის აუცილებლობაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ლონდონის სამიტზე მყოფი ყველა ლიდერი სურვილს გამოთქვამს, რომ ევროპა-აშშ-ის ურთიერთობები რაც შეიძლება მტკიცე იყოს.

„ყველა დარწმუნებულია, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვაზე და დაიწყოს თავდაცვითი ინდუსტრიის მშენებლობასთან, ომის დროს უკრაინისთვის დახმარების გაზრდასა და ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებული ტვირთის ზიდვა. ყველას, საბედნიეროდ, გამონაკლისის გარეშე და ემოციების მიუხედავად, სურს, რომ ტრანსატლანტიკური, ევროპა-აშშ-ის ურთიერთობები რაც შეიძლება მტკიცე იყოს“, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი