დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის კორონავირუსი დაუდასტურდა

07:49, 07.12.2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ნიუ იორკის ყოფილი მერი ბოლოა თეთრ სახლთან ახლოს მყოფ პირებს შორის, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდათ.

„რუდი ჯულიანი ნიუ იორკის ისტორიაში უდიდესი მერი, რომელიც დაუღალავად მუშაობს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული არჩევნების გამოსავლენად, დადებითი აღმოჩნდა ჩინეთის ვირუსის მიმართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„როიტერს“ ორმა წყარომ განუცხადა, რომ 76 წლის რუდი ჯულიანი კვირას ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სამკურნალოდ იყო მოთავსებული. ტრამპის ადვოკატის ოჯახის წევრების განცხადებით, რუდი ჯულიანი თავს კარგად გრძნობს.

მსგავსი