დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, მისი აზრით, „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ „ტერორისტულ თავდასხმაზე“ ირანია პასუხისმგებელი?
„მე პირადად ასე ვფიქრობ, დიახ“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ არ უნახავს რამე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც „ფლაიდუბაის“ ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა.
ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.