დონალდ ტრამპი - რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ მოუწოდებს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება დაცული, აშშ და პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ
მე ერთგული ვარ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის პატივისცემაზე. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეჩერდეს. მე მსურს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სურს. როგორც პრეზიდენტი, მე ერთგული ვარ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად. და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ეს ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ უნდა გადაიზარდოს სამშვიდობო შეთანხმებაში. ეს ყველაფერი, შეიძლება, ძალიან სწრაფად გაკეთდეს და მე ხელმისაწვდომი ვიქნები ყოველ წუთს, როცა საჭირო ვიქნები“, – წერს დონალდ ტრამპი.