დონალდ ტრამპი - „ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა ნიუ იორკი“, როდის დაუძახებს გუბერნატორი ფედერალურ მთავრობას დახმარებისთვის
დონალდ ტრამპი - „ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა ნიუ იორკი“, როდის დაუძახებს გუბერნატორი ფედერალურ მთავრობას დახმარებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ციტატას აქვეყნებს, სადაც ნიუ იორკში განვითარებული მოვლენები „ქაოსად და უკანონობად“ არის შეფასებული.

„ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა ნიუ იორკი“@„ფოქს ნიუსი“. როდის დაუძახებს გუბერნატორი კუომო ფედერალურ მთავრობას დახმარებისთვის?“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შ

ნიუ იორკში გამართულ ბოლო დემონსტრაციაზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის ქალაქებში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დატოვე კომენტარი