ნიუ იორკში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ნიუ იორკში ​დაპირისპირება მოხდა. „სიენენის“ ცნობით, ნიუ იორკში ბოლო დემონსტრაცია მთელი დღის განმავლობაში ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა კომენდანტის საათის დადგომისას, მაროდიორთა ჯგუფმა მანჰეტენზე მდებარე მაღაზიებზე თავდასხმა დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა დემონსტრაციაზე 40 ადამიანი დააკავა.

საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის ქალაქებში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.