დონალდ ტრამპი - ირანს სურს საუბარი, მე არ ვჩქარობ მოლაპარაკებებს
დონალდ ტრამპი - ირანს სურს საუბარი, მე არ ვჩქარობ მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს ამერიკასთან მოლაპარაკებებში ჩართვის იმედი აქვს, თუმცა თავად არ ჩქარობს საუბარს ირანთან.

ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ირანთან მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ.

„მათ სურთ საუბარი. მე არ ვჩქარობ მოლაპარაკებებს, რადგან ჩვენ მათი ობიექტები გავანადგურეთ. მათ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. სიმართლე რომ ითქვას, ისინი იმდენადაა განადგურებული, რომ აღარც გამოიყენება“, – განაცხადა ტრამპმა.