დონალდ ტრამპი – გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო, ამას თუ არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩებით

00:53, 06.07.2026

გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო! თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, თანაპარტიელებს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტის არჩევა სამუდამოდ შეუძლებელი გახდება. მისივე თქმით, დემოკრატიული პარტიის მთავარი მიზანი სენატში „ფილიბუსტერის“ (საპარლამენტო ბლოკირების) წესის გაუქმება და საარჩევნო სისტემის თავის სასარგებლოდ შეცვლაა.

„არ არსებობს არაფერი, რისი გაკეთებაც ამერიკელებს არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ მიიღონ ამომრჩევლის პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააუქმონ „ფილიბუსტერის“ წესი (რასაც დემოკრატები თანამდებობის დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ გააკეთებენ და, ამასთან, დაამატებენ ორ ახალ შტატს, ოთხ ახალ სენატორს, რვა ახალ კონგრესმენს, სულ მცირე, საარჩევნო კოლეგიის 20 ხმას და, შედეგად, შეუძლებელი გახდება, რომ ოდესმე რესპუბლიკელი კვლავ გახდეს პრეზიდენტი. მე არ მინდა, ვიყო ბოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტი). გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო! თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩებით!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი