დონალდ ტრამპი – დიდი მადლობა ჩვენს ლეგენდარულ მეგობარს, ილონ მასკს წარმოუდგენელი გულუხვობისთვის, ის „ტრამპის ანგარიშების“ მეშვეობით „სფეის იქსის“ აქციებს მილიონობით ამერიკელ ბავშვს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს „სფეის იქსის“ აქციების ამერიკელი ბავშვებისთვის გადაცემის ინიციატივისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ჩვენს ლეგენდარულ მეგობარს, ილონ მასკს წარმოუდგენელი გულუხვობისთვის – ის „ტრამპის ანგარიშების“ მეშვეობით „სფეის იქსის“ აქციებს მილიონობით ამერიკელ ბავშვს გადასცემს! სწორედ ეს გვქონდა ჩაფიქრებული, როდესაც „ტრამპის ანგარიშები“ შევქმენით – გაგვეერთიანებინა კერძო სექტორის წამყვანი წარმომადგენლები, ილონი და მრავალი სხვა, რათა ინვესტიცია ჩაგვედო ჩვენს ბავშვებში, რომლებიც ჩვენი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე არიან, და თითოეულ ამერიკელ ბავშვს „ამერიკული ოცნების“ ნაწილი მივცეთ. მადლობა, ილონ!“ – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყველა ბავშვს საკუთარი კუთვნილი „სფეის იქსის“ თითო აქციას გადასცემს. ინიციატივის საერთო ღირებულებამ, შესაძლოა, 10,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას, რა პირობებით გაიცემა აქციები და როგორ მოხდება მათი განაწილება.