დომინიკ ტიმი ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენია
დომინიკ ტიმი ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენია

მსოფლიოს მესამე ჩოგანი დომინიკ ტიმი ავსტრიაში წლის საუკეთესო სპორტსმენად გამოცხადდა.

გამარჯვებული, ტრადიციულად, ავსტრიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს შორის გამოკითხვის შედეგად გაირკვა. ტიმმა უკან ჩამოიტოვა „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა, ხელბურთელი ნიკოლა ბილიკა, ტრამპლინიდან მხტომელი შტეფან კრაფტი და მოთხილამურე მატიას მაიერი.

დაჯილდოვების ცერემონია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

„ძალიან მოხარული ვარ და მინდა მივულოცო სხვა ტოპ-სპორტსმენებს. ყოველ წელს, რამდენიმე სპორტსმენი იმსახურებს ამ ჯილდოს. ბედნიერი ვარ მათ გვერდზე დგომით. წინა წლების გამარჯვებულთა სია მეტად შთამბეჭდავია და დიდი პატივია, რომ ერთ-ერთი მათგანი გავხდი“ – განაცხადა ტიმმა სამადლობელი სიტყვის დროს.

ჩოგბურთელმა 1183 ქულა დააგროვა. ალაბას 736 ქულა ჰქონდა. პირველ ორ ადგილს შორის ასეთი დიდი სხვაობა ბოლო 18 წელიწადში პირველად დაფიქსირდა.

27 წლის ტიმი მესამე ჩოგბურთელია, რომელიც ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ადრე ეს პრიზი მოგებული აქვთ ტომას მუსტერსა (1990, 1995) და იურგენ მელცერს (2010).

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ტიმმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო, აგრეთვე, ავსტრალიის ღიასა და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ფინალამდე.