დნეპროპეტროვსკის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ქალაქის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლა
დნეპროპეტროვსკის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ქალაქის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლა

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონის ადმინისტრაციის მეთაური წერს, შვიდი რაკეტიდან ექვსის ჩამოგდება უკრაინელებმა შეძლეს.

ქალაქ დნიპროში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. შედეგად არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი რაკეტა კრივოი როგსა და დნიპროს შორის მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. დაზიანდა სახლები, დაშავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით და დღეს დილის საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული.