ჟოზე მოურინიო - ვაღიარებ, რომ ჩემი ქმედებები არასწორი იყო
ჟოზე მოურინიო - ვაღიარებ, რომ ჩემი ქმედებები არასწორი იყო

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ლონდონის ერთ-ერთ პარკში ნახევარმცველ ტანგაი ნდებელე ავარჯიშა.

„ვაღიარებ, რომ ჩემი ქმედებები არ შეესაბამებოდა სახელმწიფო პროტოკოლს, რადგან ახლა ჩვენ მხოლოდ იმ ხალხთან შეგვიძლია კონტაქტის დამყარება, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიჰყვებოდეს მთავრობის რჩევებს და ასევე მხარი უნდა დავიჭიროთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ახლა ავადმყოფებს მკურნალობენ“, – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მერვე ადგილზეა.