ჟორჟინიო ვეინალდუმი - საქართველოს ნახევარდაცვამ საქმე გაგვიმარტივა #1TVSPORT
ჟორჟინიო ვეინალდუმი - საქართველოს ნახევარდაცვამ საქმე გაგვიმარტივა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა საქართველოსთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

– რაც შოტლანდიის წინააღმდეგ არ გამოგვდიოდა, დღეს გამოვასწორეთ და შედეგიც მივიღეთ. მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს დავუშვით რამდენიმე შეცდომა, რამაც საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის საშუალება მისცა. მეორე ტაიმში პრობლემები არ ყოფილა. გუნდის ხარვეზები შეიძლება მცირედი დეტალებში გამოვლინდეს. ამიტომ რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ამაზე ვიმუშავოთ.

– მოწინააღმდეგეზე ზეწოლა უკეთესად შევძელით, ვიდრე შოტლანდიელებზე. მათ ნახევარდაცვაში დაცვიდან ითამაშეს, რამაც ამოცანა ოდნავ გაამარტივა. უნდა ვნახოთ, რა არის საუკეთესო გამოსავალი კონკრეტულ მეტოქესთან და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. დღეს ეს ზოგჯერ კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს სხვაგვარად თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიცაა გერმანიის ნაკრები.

– გუნდში ვსაუბრობდით, რომ შოტლანდიის შემდეგ მედია ჩვენს მიმართ კრიტიკული იყო, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ. ამავე დროს, გვჭირდება ნდობა, რომ მეტს მივაღწიოთ. ეს თამაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებლად კარგი და სასარგებლო იყო.