„ჟილინას“ თავდამსხმელი - „დილას“ მეკარემ პენალტისას მითხრა, რომ იცოდა, რომელ კუთხეში ვარტყამდი [ვიდეო] #1TVSPORT
„ჟილინას“ თავდამსხმელი - „დილას“ მეკარემ პენალტისას მითხრა, რომ იცოდა, რომელ კუთხეში ვარტყამდი [ვიდეო] #1TVSPORT

სლოვაკური „ჟილინას“ თავდამსხმელმა ვაჰან ბიჩახჩიანმა გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებული (5:1) პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და სახალისო ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც პენალტის დარტყის დროს შეემთხვა.

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა გორის „დილას“ 56-ე წუთზე სტუმართა კარი პენალტით აიღო, რა დროსაც ქართული გუნდის მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა მისთვის ჩვეულ ტრიუკს მიმართა, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა.

„გაგვიმართლა და ჩემმა მესამე გოლმა, საბედნიეროდ, მეტოქე გატეხა, რის შემდეგაც უფრო ადვილი საგოლე მომენტები გვქონდა. კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელებმა დაგვავალეს და მოწინააღმდეგის სისუსტეებით ვისარგებლეთ. თუმცა მეკარემ მითხრა, რომ მან იცოდა, დარტყმას რომელ კუთხეში ვაპირებდი“, – განაცხადა ვაჰან ბიჩახჩიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილმა მსგავსი ხერხი ახალგაზრდულ ნაკრებში ფინეთის წინააღმდეგ გამოიყენა, მეტოქე დააბნია და მისი შესრულებული პენალტი მოიგერია.

ბიჩახჩიანის თქმით, „ჟილინამ“ გამარჯვება დაიმსახურა:

„ეს მოგება ყველაზე ლამაზი საჩუქარი იყო ჩემი დაბადების დღისთვის. მთელი მატჩი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და დამსახურებულად მოვიგეთ. ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და ვიცით, რომ საქართველოში ადვილი თამაში არ გველოდება, კარგად უნდა მოვემზადოთ და უფრო უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე სახლში. მჯერა, რომ საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ“.

გორის „დილა“ „ჟილინას“ განმეორებით მატჩში გორში მიიღებს. შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 15 ივლისს გაიმართება.