ჟერარ ულიე - ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულება უსამართლობა იყო
ჟერარ ულიე - ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულება უსამართლობა იყო

„ლიონის“ პრეზიდენტის მრჩეველი და „ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ გადაწყვეტილება ოდნავ ნაჩქარევად იქნა მიღებული. იმას, რაც დღეს სწორი გვგონია, 15 დღის შემდეგ სულ სხვანაირად დავინახავთ. შეიძლებოდა მაისის ბოლომდე მოცდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიმივიღებდით. უსამართლობაა, როდესაც ჩემპიონატი ასე სრულდება. პრობლემის სხვაგვარად გადაწყვეტაც შეიძლებოდა“, – მოჰყავს ულიეს სიტყვები „ეკპის“.

ცოტა ხნის წინ, ლიონის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას სასამართლოში უჩივლა სეზონის დროზე ადრე დასრულებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი მიღებლ იქნა გადაწყვეტილება, რომ სეზონი აღარ განახლდეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ჩემპიონად სატურნირო ცხრილის ლიდერი, „პარი სენ-ჟერმენი“ გამოაცხადეს. პარიზული გუნდი უახლოეს მდევარს 12 ქულის სხვაობით უსწრებდა, თუმცა ჩემპიონობა ჯერ თეორიულად განაღდებული არ ჰქონდა.