„ლიონის“ პრეზიდენტი - „იუვენტუსთან“ განმეორებითი მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება
„ლიონის“ პრეზიდენტი - „იუვენტუსთან“ განმეორებითი მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება

ლიონის „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ აგვისტოს დასაწყისში გამართავს.

„შეხვედრა 7 აგვისტოს, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გაიმართება. თუ ჩვენი სარჩელი საფრანგეთის პროფესიული ლიგის მიერ არ დაკმაყოფილდება, „ლიონი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ევროტურნირებზე განადგურდებიან იმ გუნდების მიერ, რომლებსაც თამაშის მეტი პრაქტიკა ექნებათ“, – განაცხადა ოლასმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა „ლიონის“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას პროფესიული ფეხბურთის ლიგას სასამართლოს ძალით შეაცვლევინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი, რომელიც „ლიონში“ გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

დატოვე კომენტარი