დიოგო ჟოტასა და მისი ძმის გარდაცვალების გამო ქალთა ევროპის ჩემპიონატის უახლოესი მატჩები წუთიერი დუმილით გაიხსნება #1TVSPORT
დიოგო ჟოტასა და მისი ძმის გარდაცვალების გამო ქალთა ევროპის ჩემპიონატის უახლოესი მატჩები წუთიერი დუმილით გაიხსნება #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ქალთა ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები დიოგო ჟოტასა და მისი ძმის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით გაიხსნება.

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიაში 2 ივლისს დაიწყო. 3 ივლისს ბელგია-იტალიისა და ესპანეთი-პორტუგალიის მატჩებია დაგეგმილი, ხოლო 4 ივლისს დანია შვედეთს შეხვდება, გერმანია კი – პოლონეთს.

„ლივერპულისა“ და პორტუგლიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა, ძმასთან ერთად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.