დიოგო ჟოტა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (ვიდეო)

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი დიოგო ჟოტა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მერსისაიდელები „ატალანტას“ ესტუმრნენ და იტალიური კლუბი დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 0:5.

დიოგო ჟოტა „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და იურგენ კლოპი, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში შესცდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა და „ატალანტას“ კარი სამჯერ აიღო.