„დინამოს“ ტრავმირებულები დაუბრუნდნენ - ესპანელმა კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
„დინამოს“ ტრავმირებულები დაუბრუნდნენ - ესპანელმა კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

გიორგი ქიმაძემ მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა. ინფორმაცია თბილისის „დინამომ“ პრესსამსახურმა გაავრცელა. 

29 წლის უნივერსალი „დინამოში“ 2019 წლიდან თამაშობს. 2020 წელი უიღბლოდ დაასრულა – ბოლო ტურში თბილისის „მერანთან“ მატჩში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო – როგორც მერე გაირკვა, ჯვარედინი იოგები დაუწყდა. 22 დეკემბერს გიორგიმ ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაცია დასჭირდა, რომ გუნდთან ვარჯიში განეახლებინა.

გუნდს ასევე დაუბრუნდა ლუკა გაგნიძე, რომელიც მე-11 ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრის 87-ე წუთზე დაშავდა. 18 წლის ნახევარმცველს კუნთი ჰქონდა დაზიანებული. საბედნიეროდ, გაგნიძეს სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა და ვარჯიში განაახლა.

ასაკის მიუხედავად, ლუკა გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა, მაგრამ გუნდში დანაკლისიცაა – ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და „დინამოს“ შორის არსებული ხელშეკრულება უერთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და კასტრომ გუნდი დატოვა. 25 წლის ესპანელი თავადმსხმელი კლუბში 2020 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა, მაგრამ თამაშის უფლება წელს მიიღო და „დინამოში“ სულ ოთხი მატჩი ჩაატარა – თუმცა, გოლით და საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა. არადა, კასტრო „დინამო თბილისში” გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა ჩამოიყვანა. მას დიდ იმედებს უკავშირებდნენ, რადგან კარგი კარიერა ჰქონდა – უთამაშია ხიხონისსპორტინგში“, „ელჩეში“, „მალიორკასა“ და „ლუგოში“, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო ლა ლიგაში ჩატარებულ 51 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.