„დინამოს“ მოგებათა სერია შეწყდა - ფრუიძის „სამგურალმა“ ლიდერიც დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეათე ტურის მორიგი შეხვედრა წყალტუბოს „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა – „სამგურალმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ძლიერი მეტოქის დამარცხებით გულშემატკივარი გაახარა. 

თბილისელებს კორონავირუსისა და ტრავმების გამო, სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნათ და რამდენიმე მოთამაშე დააკლდათ – სეკუ კეიტა, გიორგი მოისწრაფიშვილი, საბა ხვადაგიანი, მილან რადინი, საიმონ ბენიო, გიორგი გაბედავა, ნოდარ იაშვილი.

წყალტუბოელებმა თამაში ჩინებულად დაიწყეს და 44-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. სერგო კუხიანიძემ ლუქმან გილმორის გადაცემა მიიღო, მცველს გაექცა და ანგარიში გახსნა – 1:0. 21 წლის თავდამხმელს მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობის გაზრდა კიდევ ორჯერ შეეძლო, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლა.

„დინამო“ ვითარების გამოსწრებას შეეცადა და საგოლე მომენტიც შექმნა. კონტრშეტევებზესამგურალიც“ მწვავედ თამაშობდა და მეტოქისგან განსხვავებით, თავისი შანსით ისარგებლა. მატჩის მიწურულს, სწრაფი კონტრშეტევა შალვა ბურჯანაძემ განავითარა და მეკარესთან პირისპირ გიორგი ბუხაიძე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მან გოლის აღვნიშვნისას მაისურა გაიხადა და მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს.

საბოლოოდ, სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ მორიგი შეხვედრა მოიგო (2:0) და ეროვნულ ლიგაში „დინამოს“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ათი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 22 ქულა დააგროვა და წაგების მიუხედავად, კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ კონკურენტ ბათუმის „დინამოსთან“ (18) უპირატესობა ვერ გაზარდა, „სამგურალმა“ კი (12 ქულა) ქობულეთის „შუქურასთან“ (13) ჩამორჩენის შემცირება შეძლო.


სამგურალი“ – „დინამო“ თბ 2:0


გოლები: 1:0 კუხიანიძე (44. გილმორის პასით), 2:0 ბუხაიძე (90+5. ბურჯანაძის პასით)

25.04. 2021. წყალტუბო. „26 მაისი – არენა“. 2000 მაყურებელი.

სამგურალი“: ქვილითაია – მჭედლიშვილი (67. ბანძელაძე), პატარკაციშვილი, ლ. ქურდაძე, კალანდარიშვილი – ბურჯანაძე, გილმორი – დოლიძე, ფონიავა (83. თ. კიკაბიძე), ვერულიძე (46. ლექვთაძე) – კუხიანიძე (83. ბუხაიძე)

„დინამო“ თბ: მიგინეიშვილი – მონხილი, პაპავა, კობოური – კუცია (82. კასტრო), მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (67. მორჩილაძე), ხარაბაძე – ქარდავა – აბუაშვილი (66. თ. ახვლედიანი), მარუშიჩი

მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე

გაფრთხილებები: მჭედლიშვილი (33), კუცია (35), კირკიტაძე (68), მექვაბიშვილი (70), კუხიანიძე (78), ლექვთაძე (81), ბუხაიძე (88).

გაძევება: ბუხაიძე (90+5. მეორე ყვითელი).


 

დატოვე კომენტარი