ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა #1TVSPORT
ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა. ბოლო ორი შეხვედრა განმუხურსა და კასპში გაიმართა, რომელთა შედეგებმაც პირველი წრის ცხრილში ცვლილებები შეიტანა.

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მოგების შემთხვევაში სამეულში დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ანგარიში „ვიტ ჯორჯიამ“ გახსნა. მეტოქის კარი 48-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა აიღო. 86-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ზვიად ნაჭყებიამ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 „ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ, რომელიც ამ მოგებით, ქულებით ზუგდიდელებს გაუთანაბრდა.

კასპის ცენტრალურ სტადიონზე „შევარდენი 1906“-მა „რუსთავს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. 44-ე წუთზე ანგარიში ბექა გვარაძემ გახსნა, მე-60 წუთზე თავი გიორგი ჯინიკაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 74-ე წუთზე მეტოქეს უკვე ლუკა უღრელიძემ გაუტანა. „რუსთავმა“ ამის შემდეგ პრესტიჟის გოლი 76-ე წუთზე გაიტანა (დენსი დობროვოლსკი), მაგრამ 87-ე წუთზე ბექა გვარაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

1. სიონი 9 24

2. გაგრა 9 20

3. მერანი 9 15

4. ვიტ ჯორჯია 9 13

5. დინამო ზგ 9 13

6. გარეჯი 9 11

7. მერანი თბ 9 9

8. შევარდენი 9 9

9. რუსთავი 9 8

10. ჩიხურა 9 4

დატოვე კომენტარი