„დინამო თბილისის“ კაპიტანი - უელსელებთან მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება
„დინამო თბილისის“ კაპიტანი - უელსელებთან მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება

„დინამო თბილისის“ გუნდის კაპიტანმა, გიორგი პაპავამ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში უელსურ „ქონას ქი ნომედსთან“ მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.

„ასეთ თამაშებს ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდებით. ამას ბათუმის „დინამოთან“ დამაჯერებელი გამარჯვება დაემატა და ძალები კიდევ უფრო მეტად შეგვმატა. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში იდეალური განწყობაა. ყველა მზადაა, რომ გამოვიდეს და ითამაშოს. ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება. ერთ გუნდი ვართ და არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადში ვინ დაიწყებს და ვინ – შეცვლაზე. ჩვენ ყველა ერთნაირად მოტივირებულები ვართ“, – ამბობს გიორგი პაპავა.

ევროპის ლიგის შეხვედრა უელსურ „ქონას ქი ნომედსა“ და „დინამოს“ შორის 17 სექტემბერს 21.00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩს საქართველოს პირველი არხის იუთუბისა და ფეისბუქგვერდებზე, ასევე „დინამოს“ ფეისბუქგვერდზე და კლუბის საიტზე შეძლებს.