დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება
დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მიუხედავად, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, „გაზპრომს“ ალტერნატიული ვარიანტები აქვს და პროექტის დასრულება შესაძლოა, რამდენიმე თვით გადავადდეს, თუმცა ამაში სანერვიულო არაფერია.

„საქმე თვეებს ეხება. ერთი თვე იქით, ერთი აქეთ. რამდენიმე თვით მეტი. ეს კატასტროფაა? არავითარი კატასტროფა არ არის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელებთან გაზის ტრანზიტზე შევთანხმდით“, – აღნიშნა მედვედევმა.

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი რუსული გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს მოაწერა.