დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა უნდა იყოს გონივრულ დონეზე გამჭვირვალე
დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა უნდა იყოს გონივრულ დონეზე გამჭვირვალე

აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა უნდა იყოს გონივრულ დონეზე გამჭვირვალე, რათა არ გამოიწვიოს ეჭვები ნებისმიერი ახალი ინფექციის გავრცელებისას, – აღნიშნული მოსაზრება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალში „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა.

პანდემიის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრისას, დიმიტრი მედვედევმა ახსენა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც გარკვეულ ლაბორატორიებში ტარდება, მათ შორის აშშ-ის მიერ მთელი პლანეტის ფარგლებში განთავსებულ ლაბორატორიებში.

„მათი საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ეჭვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ინფექციის გავრცელებისას წამოყენებული იქნება დაუსრულებელი ორმხრივი პრეტენზიები, შეიქმნება კონსპიროლოგიური თეორიები, დაწესდება ჯვარედინი სანქციები. ასე კი, პირდაპირ კონფლიქტამდეც შორი არ არის“, – წერს მედვედევი.

რუსეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ლაბორატორიების მუშაობაში აუცილებელია „გონივრული გამჭვირვალობა და შეთანხმებული ვერიფიკაცია“, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ახალი ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადდება, რაც საერთაშორისო დაძაბულობის რისკს ქმნის.

მედვედევი ასევე წერს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე რუსეთი დაუყოვნებლივ გამოვიდა სანქციების გაუქმების ინიციატივით, რათა ყველაზე დაზარალებული ქვეყნებისთვის აუცილებელი დახმარებისადმი წვდომა გაემარტივებინა, თუმცა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში რუსეთის რეზოლუციის პროექტი აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ დაბლოკეს.

პანდემიის პერიოდში აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე „ამორალურს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს.

დატოვე კომენტარი