„დილას“ მწვრთნელი – სუპერთასი საქართველოში ჩემი პირველი წარმატებაა, მაგრამ მეტი ტიტული გვინდა #1TVSPORT

23:50, 02.07.2025

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ კომენტარი გააკეთა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალზე, სადაც მისმა გუნდმა „სპაერი“ 2:0 დაამარცხა.

„მოგებამ ძალიან გამახარა. ფინალში ძლიერ გუნდს შევხვდით, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა. რაც შეეხება „დილას“ – მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლეს.

იმედია, სუპერთასი არ იქნება ჩვენი ბოლო მნიშვნელოვანი გამარჯვება და უფრო მეტი ტიტულის მოპოვებას შევეცდებით. „დილასთან“ ერთად ეს ჩემი პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით.

თამაშის მერე ვიზეიმებთ, ხვალიდან კი უკვე ლუქსემბურგის „რასინგთან“ გასამართ შეხვედრაზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა „დილას“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა.

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგს“ 10 ივლისს სტუმრად ეთამაშება, 17 ივლისს კი „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი