„დილამ“ ტრანსფერი დაადასტურა - ალვარო ტავარესი გუნდს შეუერთდა #1TVSPORT
„დილამ“ ტრანსფერი დაადასტურა - ალვარო ტავარესი გუნდს შეუერთდა #1TVSPORT

ალვარო ტავარეს ვიეირა გორის „დილას“ ფეხბურთელია – ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

„26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა კარერას „დილაში“ გააგრძელებს. იგი გუნდს თურქეთში უკვე შეუერთდა, კონტრაქტი გააფორმა და დებიუტისთვის გუნდთან ერთად ემზადება“, – წერია „დილას“ პრეს-ცენტრის გავრცელებულ ცნობაში.

ალვარო ტავარესი „დილას“ უკრაინული პრემიერლიგის კლუბ „ლვოვიდან“ შეუერთდა. ბრაზილიელი შემტევი უკრაინის პრემიერლიგის კლუბის რიგებშიც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 71 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ალვარო ტავარეს ვიეირა კარიერას გორის „დილამდე“ უკრაინულმა კლუბმა აზერბაიჯანულ „კეშლაშიც“ იჯარით გაუშვა. კონტრაქტის ხანგრძლივობა მითითებული არაა, თუმცა „ლვიოვის“ ცნობით, კლუბები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ.