„დილა“ „ლვოვის“ ნახევარმცველს იმატებს - ბრაზილიელს უკრაინაში მწვრთნელი არ ენდობოდა #1TVSPORT 
„დილა“ „ლვოვის“ ნახევარმცველს იმატებს - ბრაზილიელს უკრაინაში მწვრთნელი არ ენდობოდა #1TVSPORT 

„ლვოვის“ ნახევარმცველ ალვარო ტავარესს უახლოეს პერიოდში გორის „დილა“ დაიმატებს – ინფორმაციას უკრაინული ვებ-გვერდები ავრცელებენ.

„დილამ“, რომელსაც უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო წვრთნის, „ლვოვთან“ შეთანხმებას მიაღწია და ბრაზილიელი შემტევი უახლოეს პერიოდში ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან კლუბში ჩაირიცხება.

„ლვოვის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ დულუბმა მანამდე აღნიშნა, რომ ალვარო გუნდში ცუდი საქციელის გამო აღარ ითამაშებს. 26 წლის გარემარბმა მალე უნდა გააფორმოს კონტრაქტი ქართულ კლუბ „დილასთან“, რომელსაც 2021 წლის 1 იანვრიდან უკრაინელი სპეციალისტი ანდრიი დემჩენკო წვრთნის. ბრაზილიელის მიწვევა სწორედ მისი იდეა“ – წერს sport.ua.

„ლვოვი“ სეზონისთვის 16 იანვრიდან თურქეთში ემზადება, მაგრამ ალვარო ბრაზილიაში იმყოფება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ლვოვი“ ნახევარმცველის გაყიდვას ან სხვა კლუბში იჯარით გაშვებას თავად ცდილობდა.

„ლვოვის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ დულუბმა შეტევაში ფეხბურთელების თამაში რომ გააანალიზა, ბრაზილიელის საქციელი გააკრიტიკა.

„ალვარო გუნდის წინააღმდეგ გამოვიდა. მე ყველას ვუთხარი, რომ ფეხბურთელი, რომელიც გუნდის წინააღმდეგ მიდის, გუნდში არ უნდა დარჩეს. გამუდმებით რაღაცით უკმაყოფილო იყო, მცირე სათამაშო დროის გამო წუწუნებდა. მე მივეცი საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. მოთამაშის ეფექტურობის მაჩვენებელი გოლები და პასებია. შემოდგომის სეგმენტში მისგან არც ერთი გვინახავს და არც მეორე. ესაა მთელი ისტორია“, – თქვა დულუბმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დილა“ მოთამაშეს 1-წლიანი იჯარით დაიმატებს, რომლის დასრულების შემდეგ გუნდი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს. მაგრამ უკრაინული მედიის ცნობით, ალვარო ტავარესის კონტრაქტი, რომელიც „ლვოვში“ 2019 წლის დასაწყისში გადავიდა, ძალაში 2022 წლის ივნისამდეა. „ლვოვში“ ბრაზილიელმა 65 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.