დიეგო კოშტას რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

17:24, 11.04.2019

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ დიეგო კოშტასთვის სეზონი დასრულებულია. ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე შვიდი ტურია დარჩენილი, ფეხბურთელმა კი რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მსაჯ ხესუს მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

ინციდენტი ლა ლიგას 31-ე ტურში, ბარსელონასთან მატჩში მოხდა. დიეგო კოშტამ წითელი ბარათი მსაჯის შეგინების გამო მიიღო. ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ ბრალი დადასტურდა არბიტრის მიკროფონიდან აუდიოჩანაწერის მეშვეობით.

კოშტა ექვსი ათასი ევროთი დააჯარიმეს, კლუბი – 2.8 ათასი ევროთი.

დიეგო კოშტას ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ მოედანზე, რადგან ატლეტიკო ესპანეთის თასიდანაც და ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა.

მსგავსი