დიდი დანაკლისი გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრებისთვის - კიტეიშვილი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
დიდი დანაკლისი გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრებისთვის - კიტეიშვილი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ევროპის ლიგის ჯგუფურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან“ მატჩში დაშავდა და როგორც გაირკვა, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს – ამ სამწუხარო ინფორმაციას „სქაი სპორტ ავსტრია“ ავრცელებს.

„გრაცის „შტურმს“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის გარეშე თამაში დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს. ხუთშაბათს „პსვ ეინდჰოვენთან“ ევროპის ლიგაზე (1:4) „შტურმის“ დამარცხების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფის მყესები გაუწყდა. 25 წლის ნახევარმცველი წლის ბოლომდე დაისვენებს, ოპერაცია კი შაბათს ჩაუტარდება“, – კლუბზე დაყრდნობით ინფორმაციას მატჩებამდე „სქაი სპორტ ავსტრია“ ავრცელებს.

„ოთარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი მოთამაშეა და მისმა ტრავმამ ყველას გული ძალიან გვატკინა. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და მალე დაგვიბრუნდება“, – აღნიშნა გრაცის „შტურმის” მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

კიტეიშვილი ორიოდე დღის წინ მონაწილეობდა გრაცის „შტურმის” წარმატებულ შეხვედრაში ავსტრიის ბუნდესლიგაში „რაპიდთან“ სტუმრად მოგებულ (3:0) შეხვედრაში, სადაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და „სქაი სპორტ ავსტრიამ“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

„პსვ ეინდჰოვენთან“ მატჩში კიტეიშვილმა ფეხში უკნიდან დარტყმა მიიღო. ქართველი 82-ე წუთზე შეცვალეს და მწვრთნელის, კრისტიან ილცერის თქმით, ოთარმა თამაშის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოსვლა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ კლუბმა საავადმყოფოში რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარა, რომლის შემდეგაც სერიოზული დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.