დიბალამ და „იუვენტუსმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT
დიბალამ და „იუვენტუსმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT

„იუვენტუსი“ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეუთანხმდა ფორვარდ პაულო დიბალას. მხარეებს შორის მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ივნისს იწურება და ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად არის დაკავებული თანამშრომლობის გაგრძელებით.

იტყობინებიან, რომ არგენტინელი ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. დიბალას ხელფასი წელიწადში რვა მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით ორი მილიონი დაემატება. ამით ის გახდება „იუვენტუსის“ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მატეის დე ლიგტის შემდეგ.

28 წლის დიბალა „იუვენტუსში“ 2014 წელს „პალერმოდან“ 40 მილიონ ევროდ გადავიდა.