დი მარია ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციიით დასაჯეს
დი მარია ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციიით დასაჯეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმ ინციდენტის გამო, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „მარსელთან“ მატჩში მოხდა.

არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომისიის მიერ „მარსელის“ ფეხბურთელ ალვარო გონსალესისთვის შეფურთხების გამო დაისაჯა. ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში 29 სექტემბრიდან შედის, – წერია ლიგის ოფიციალურ გვერდზე. ასე რომ, ნახევარმცველი შეძლებს უახლოეს უქმეებზე „რეიმსის“ წინააღმდეგ თამაშს და შემდეგ გამოტოვებს „ანჟერსთან“, „ნიმთან“, „დიჟონთან“ და „ნანტთან“ შეხვედრებს.