დევისის თასზე ყველა მეოთხედფინალისტი გარკვეულია #1TVSPORT
დევისის თასზე ყველა მეოთხედფინალისტი გარკვეულია #1TVSPORT

ევროპის სამ ქალაქში – ინსბრუკში (ავსტრია), მადრიდსა (ესპანეთი) და ტურინში (იტალია) მიმდინარეობს დევისის თასის 2021 წლის გათამაშების ფინალი. 18-გუნდიან ტურნირში დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი. ამ ეტაპზე ნაკრებები ასე დაწყვილდნენ:

იტალია-ხორვატია (29 ნოემბერი)

ბრიტანეთი-გერმანია (30 ნოემბერი)

სერბეთი-ყაზახეთი (1 დეკემბერი)

რუსეთი-შვედეთი (2 დეკემბერი)

ნახევარფინალში რუსეთი-შვედეთის წყვილში გამარჯვებული შეხვდება ბრიტანეთი-გერმანიის წყვილში გამარჯვებულს, იტალია-ხორვატიის წყვილში მოგებული სერბეთი-ყაზახეთის წყვილში მოგებულს.

ნახევარფინალები 3-4 დეკემბერს გაიმართება, ფინალი – 5 დეკემბერს.