დეტროიტმა ბრუკლინში წააგო – ფაჩულიამ 9 ქულა გააკეთა | დერეკ როუზის რეკორდი და მინესოტას გამარჯვება იუტასთან [ვიდეო]
BROOKLYN, NY - OCTOBER 31: Zaza Pachulia #27 of the Detroit Pistons goes to the basket against the Brooklyn Nets on October 31, 2018 at Barclays Center in Brooklyn, New York. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2018 NBAE (Photo by Nathaniel S. Butler/NBAE via Getty Images)
სეზონის სტარტზე, ოთხი გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა. „პისტონზმა“ ამჯერად, „ბერკლეის ცენტრში“ ბრუკლინ „ნეტსთან“ ოვერტაიმში განიცადა მარცხი 119-120. ქართველმა კალათბურთელმა, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. ფაჩულია შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 12:45 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 9 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ზაზამ 3 დან 3 ორქულიანი და 5 დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. დეტროიტელთა შორის, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ანდრე დრამონდმა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა, 24 ქულა და 23 მოხსნა გაიფორმა. ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე 25 ქულაა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითად დროში, ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა ფრე დაფიქსირდა 110-110. დამატებული დროის ბოლო წამებზე, ბრუკლინელებს გამარჯვება სპენსერ დიდუენის ზუსტმა სამქულიანმა მოუტანა. ბოლო შეტევაში, სტუმრებს 4 წამი ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა უშედეგოდ.
„პისტონზი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. დუეინ კეისის გუნდი, მომდევნო მატჩს, სტუმრად, ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს
კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა დერეკ როუზმა. მინესოტა „ტიმბერვულვზის“ უკანახაზელმა, იუტა „ჯაზს“ 50 ქულა ჩაუგდო. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში, როუზმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და 50 მოპოვებული ქულიდან, 34 მეორე ტაიმში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსროლელმა მცველმა, ბოლოს, გადამწყვეტი ტყორცნები შეასრულა და მინიაპოლისელებს, 128-125 მოაგებინა. როუზს, კარლ ენტონი თაუნსმაც აუბა მხარი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 28 ქულა და 16 მოხსნა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „ტიმბერვულვზი“ მოგება-წაგების, 50 პროცენტიან მაჩვენებელზე გავიდა და დასავლეთ კონფერენციაში, ჯერჯერობით მეათე ადგილზეა. მომდევნო გაჩერება, ოკლენდია. ტიბოდოს გუნდი, ურთულეს გამოცდას, მოქმედი ჩემპიონის, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ ჩააბარებს.