„დენვერმა“ მაკკოლუმი ვერ გააჩერა - რეკორდები პორტლენდში
„დენვერმა“ მაკკოლუმი ვერ გააჩერა - რეკორდები პორტლენდში

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ და დენვერ „ნაგეტსს შორის“ გამართული დაპირისპირება საოცარი მატჩი გამოდგა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა, ლიგის არსებობის ისტორიაში, პლეი ოფის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. გამარჯვებულის გამოსავლენად ოთხი ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო, რაც 1953 წლის („ბოსტონი“- „სირაკუზი“) შემდეგ, პლეი ოფის რაუნდში პირველი შემთხვევაა. სიჯეი მაკკალუმმა ასევე პირადი საპლეიოფო რეკორდი დაამყარა. „ტრეილ ბლეიზერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 41 ქულა დააგროვა, რასაც რვა მოხსნა და ოთხი გადაცემა დაამატა. დემიენ ლილარდის ანგარიშზე 28 ქულა და რვა შედეგიანი გადაცემაა. სტუმართა შორის ნიკოლა იოკიჩმა გაიბრწყინა. სერბი ცენტრის მონაგარმა 33 ქულა, 18 მოხსნა და 14 პასი შეადგინა. ეს იოკიჩისთვის პლეი ოფის ისტორიაში, მესამე სამმაგი დუბლია. ამ ურთულესი და პრინციპული გამარჯვების შემდეგ, პორტლენდი სერიაში 2:1 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას, კვლავ საკუთარ „მოდა ცენტრში“ ჩაატარებს. მიმდინარე პლეი ოფში, ორეგონოლებს არცერთი საშინაო შეხვედრა არ წაუგიათ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში, „ბოსტონი“ „მილოუკის“ ჩამორჩა. დღევანდელი შეხვედრა, ლიგის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, საკუთარ „თი დი გარდენში“ ანგარიშით 116-123 წააგო.

„ბაქსმა“ ამ წარმატების შემდეგ, მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ვისკონსინელებს, იანის ანტეტუკონმპომ ულიდერა. ბერძენის ანგარიშზე 32 ქულა, 13 მოხსნა და რვა გადაცემა დაფიქსირდა. ბოსტონელთა შორის, კაირი ირვინგი იყო საუკეთესო 29 ქულით. სერიას მილუოკი იგებს 2:1. მეოთხე დაპირისპირება, კვლავ ბოსტონში შედგება და მასპინძლებს შეცდომის დაშვების უფლება პრაქტიკულად აღარ ექნებათ.