დენის როდმანის ვაჟი დი ჯეი როდმანი „შარლოტმა“ გაიფორმა #1TVSPORT
LAS VEGAS, NEVADA - MARCH 14: DJ Rodman #10 of the USC Trojans looks on in the second half of a quarterfinal game against the Arizona Wildcats of the Pac-12 Conference basketball tournament at T-Mobile Arena on March 14, 2024 in Las Vegas, Nevada. The Wildcats defeated the Trojans 70-49. (Photo by David Becker/Getty Images)
„შარლოტმა“ მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ დი ჯეი როდმანთან. ლეგენდარული დენის როდმანის ვაჟი მონაწილეობას მიიღებს „ჰორნეტსის“ საწვრთნელ ბანაკში, – იტყობინება გამოცემა HoopsHype-ი.
უმცროსი როდმანი არ აირჩიეს 2024 წლის დრაფტზე. გასული სეზონი მან G ლიგაში გაატარა, სადაც „კეპიტალ სიტის“ ღირსებას იცავდა, ცოტა ხნის წინ კი ზაფხულის ლიგაში ითამაშა „შარლოტის“ შემადგენლობაში.
დენის როდმანი NBA-ს ხუთგზის ჩემპიონია. ის ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო დამცველად და შვიდჯერ იყო სეზონის ლიდერი მოხსნების რაოდენობით.