დენის როდმანის ქალიშვილი, ტრინიტი როდმანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
„ვაშინგტონ სპირიტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების ფორვარდი ტრინიტი როდმანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა.
როგორც ტელეკომპანია ESPN-ი იტყობინება, ლეგენდარული კალათბურთელის, დენის როდმანის ქალიშვილმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა, რომლის მიხედვითაც, წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
როდმანი „ვაშინგტონ სპირიტში“ 2021 წლიდან თამაშობს. 2024 წელს მან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამი გოლი გაიტანა, აშშ-ის ნაკრებმა კი ფინალში ბრაზილია დაამარცხა.