დემიენ ლილარდის 51 ქულა ფილადელფიასთან, ბლეიზერსი პლეი ოფისთვის ბრძოლას აგრძელებს (ვიდეო)

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი.

პლეი ოფისთვის აქტიური ბრძოლა აქვთ გამართული „პორტლენდსა“ და „მემფისს“. ორივე გუნდს მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს.

„პორტლენდი“ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და 3 ქულის სხვაობით 124-121 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა – დემიენ ლილარდმა, მის ანგარიშზე 51 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასია. კარმელო ენტონიმ 20 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. „ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე მეტი 34 ქულა ჯოშ რიჩარდსონმა მიითვალა. ალეკ ბურკსმა საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა. 16 ქულა იყო ტობაიას ჰარისის ანგარიშზე. 15 ქულით დაასრულა მატჩი ალ ჰორფორდმა.

 

ოკლაჰომა – ვაშინგტონი 121 – 103

ტორონტო – მემფისი 108 – 98

ნიუ ორლეანი – სან ანტონიო 113 – 122

ბოსტონი – ორლანდო 122 – 119

საკრამენტო – ჰიუსტონი 112 -129

კლიპერსი – ბრუკლინი 120 – 129

დატოვე კომენტარი