დელ პოტრო - ძალიან დამწუხრებული ვარ წაგების გამო, მაგრამ მიხარია, რომ ჩემმა მეგობარმა მოიგო
დელ პოტრო - ძალიან დამწუხრებული ვარ წაგების გამო, მაგრამ მიხარია, რომ ჩემმა მეგობარმა მოიგო

ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალისტმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ამერიკის ღია პირველობის ფინალის დათმობის შემდეგ პირველი კომენტარი ტურნირის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.

„თქვენთან ლაპარაკი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება დღეს გადამხდენოდა. მე ბევრი ვიტირე, სანამ აქ გამოვიდოდი. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან დღეს მე წავაგე. ნოვაკმა მოიგო დამსახურებულად. მან დიდებულად ითამაშა, ძალიან ჭკვიანურად. მე მქონდა შანსი. ვთამაშობდი შესაძლებლობის ზღვარზე, ვცდილობდი შემესრულებინა დარტყმები მარცხნივაც და მარჯვნივაც, მაგრამ ნოვაკი ყველაფერს ასწრებდა. მე მიხარია მისი წარმატება, ის უდიდესი ჩემპიონია“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ხუან მარტინ დელ პოტრო ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და შეხვედრა სამ სეტში 3:6, 7:6, 3:6 დათმო. მატჩის დასრულების შემდეგ პირველი, ვინც დელ პოტრო დაამშვიდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო.