„დეილი მეილი“ - ბრიტანეთში სპორტული ტურნირები პირველი ივნისიდან განახლდება
„დეილი მეილი“ - ბრიტანეთში სპორტული ტურნირები პირველი ივნისიდან განახლდება

დიდ ბრიტანეთში უმაღლესი დონის სპორტული ტურნირები, შესაძლოა, პირველი ივნისიდან განახლდეს, ოღონდ მაყურებლების გარეშე, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა „დეილი მეილმა“.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში პირველი ივნისიდან დაშვებული იქნება „კულტურული და სპორტული ღონისძიებები“.

ასეთი სცენარი რეალიზებული იქნება, თუ მიაღწევენ პროგრესს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ აკრძალვა ღონისძიებებზე მაყურებლების დასწრების შესახებ იქამდე იმოქმედებს, სანამ არ იპოვნიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.