დეანდრე ჰანტერს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება
დეანდრე ჰანტერს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება

„ატლანტამ“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გუნდში ცვლილებები მოახდინა და 2020-2021-ის რეგულარულს იმედიანად შეხვდა. თუმცა, ჯერჯერობით, ჯორჯიელები საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურებიან. „ატლანტას“ 11 მოგება და 12 მარცხი აქვს. გუნდი მე-6 ადგილზე იმყოფება.

„ჰოუქსის“ კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვენება არ მისცა. მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მოუწია ჯონ კოლინსს, რომელიც ამ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრობლემები აქვს დეანდრე ჰანტერს. მას უახლოეს მომავალში მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ორ კვირას გასტანს.

ჰანტერი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 17.2 ქულასა და 5.4 მოხსნას აგროვებს. ამჟამად, „ატლანტას“ ტრავმის გამო ბოგდან ბოგდანოვიჩი ვერ ეხმარება, აქედან გამომდინარე, კემ რედიშს, ტონი სნელსა და სოლომინ ჰილს მეტი სათამაშო დრო ეძლევათ.