დე ბურმა სილესენის კრიტიკას უპასუხა - ევრო2020-ზე ჯანმრთელი მეკარეები გვჭირდება #1TVSPORT
დე ბურმა სილესენის კრიტიკას უპასუხა - ევრო2020-ზე ჯანმრთელი მეკარეები გვჭირდება #1TVSPORT

საქართველოსთან ამხანაგურ მატჩამდე გამართული პრესკონფერენციის დროს, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ დე ბურმა „ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენის კრიტიკას უპასუხა. 

32 წლის გამოცდილმა მეკარემ ნიდერლანდების ნაკრების კარი 60 მატჩში დაიცვა. ევრო2020-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ვალენსიას“ კარის დარაჯს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდასტურდა და ამის გამო ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა სიიდან ამოიღო. სილესენმა გამოცემა „ტელეგრაფთან“ აღიარა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება არ ესმის და რომ ტურნირის დაწყებისას ის ჯანმრთელად იქნებოდა.

„მეც ისევე იმედგაცრუებული ვარ მომხდარით, როგორც იასპერი. ეჭვი არ არის, რომ ის კარგი მეკარეა. კვირას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ სამშაბათს მას ტესტზე კვლავ დადებითად პასუხი დაუდასტურდა“, – თქვა დე ბურმა.

ევრო2020-ზე კი განაცხადის მიღების ვადა იწურებოდა და არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა და თითოეულ მოთამაშეში დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ კი ზუსტად არ ვიცით, სილესენს მოედანზე დასაბრუნებლად რამდენი ხანი დასჭირდება. მეც მტკივა მომხდარი, მაგრამ ბოლოს არჩევანი გავაკეთეთ“.

ცნობილი გახდა, რომ იასპერ სილისენს „ალკმაარის“ მეკარე მარკო ბიზოტი ჩაანაცვლებს, რომელიც ევრო2020-ის განაცხადში ტიმ კრულთან და მარტენ სტეკლენბურგთან ერთად მოხვდა.