„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი საკუთარ მომავალზე ჩამოყალიბდა, – წერს გამოცემა Deadline Day Live-ი.
წყაროს ცნობით, ბელგიელს მანჩესტერში დარჩენა სურს და აპირებს, „სიტისთან“ გააგრძელოს კონტრაქტი, რომელსაც ამა წლის ზაფხულში გასდის ვადა.
მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.