დე ბრუინი შეიძლება „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT
დე ბრუინი შეიძლება „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას კლუბი შეიცვალოს, – წერს გამოცემა Todo Fichajes. ბელგიელი მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც ირკვევა, „სამეფო კლუბი“ დე ბრუინს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ არ გამოუვა „პარი სენ-ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს ან „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდის აყვანა. „მანჩესტერ სიტი“ ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.

ამ სეზონში 30 წლის დე ბრუინმა „სიტის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.