დე ბრუინი, დიდი ალბათობით, რუსეთთან ვერ ითამაშებს #1TVSPORT
დე ბრუინი, დიდი ალბათობით, რუსეთთან ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ევრო 2020-ზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. მიზეზი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ კევინ დე ბრუინმა, რომელმაც სახის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, ითამაშოს ევრო 2020-ის პირველ მატჩში. შესაძლოა, ის მზად იყოს ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი თამაშებისთვის, მაგრამ, ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, როდის მოხდება ეს“, – მოჰყავს მარტინესის სიტყვები გაზეთ Le Parisien-ს.

ბელგიისა და რუსეთის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.

დე ბრუინმა ცხვირისა და თვალის ბუდის ძვლები გაიტეხა „ჩელსის“ ფეხბურთელთან ანტონიო რიუდიგერთან შეჯახების დროს.