დე ბრუინი და „მანჩესტერ სიტი“ ახლოს არიან შეთანხმებასთან
დე ბრუინი და „მანჩესტერ სიტი“ ახლოს არიან შეთანხმებასთან

„მანჩესტერ სიტი“ აგრძელებს მოლაპარაკებებს ნახევარმცველ კევინ დე ბრუინთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ინგლისური კლუბი და ბელგიელი ფეხბურთელი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც გაფორმდება კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე.

ცოტა ხნის წინ, 29 წლის დე ბრუინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „სიტის“ ხელმძღვანელობა მზად არის უზარმაზარი ხელფასი გადაუხადოს არგენტინელ ლიონელ მესის „ბარსელონადან“ ტრანსფერის შემთხვევაში, თავად ბელგიელს კი ახალი კონტრაქტის მიხედვით ნაკლებ თანხას სთავაზობენ.

ამ სეზონში დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.