დე ბრუინი 3-4 თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
დე ბრუინი 3-4 თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ფეხბურთს ოთხი თვით გამოეთიშა.

პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლის“ (3:0) წინააღმდეგ დე ბრუინმა მინდორი 23-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა.

„ყველაფერი სერიოზულადაა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გაიკეთოს თუ არა ოპერაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.

გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ის სამ ან ოთხ თვეს გამოტოვებს“, – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ.

დე ბრუინი მხოლოდ მეორე ოფიციალურ მატჩს ატარებდა 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც ის ბარძაყის ტრავმის გამო შეცვალეს.