DAZN-მა ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-ს ოფიციალურმა პარტნიორმა, DAZN-მა დასრულებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი გამოავლინა.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი ჩემპიონი „ჩელსიდან“ მოხვდა. სამი მოთამაშეა წარმოდგენილი „პარი სენ-ჟერმენიდან“, ორი – „ფლუმინენსედან“, ერთი – მადრიდის „რეალიდან“ და ერთიც – „ალ ჰილალიდან“.
აშშ-ში 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 13 ივლისს დასრულდა. ფინალურ მატჩში „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: იასინ ბონო („ალ ჰილალი“)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა („ფლუმინენსე“), მარკ კუკურელია („ჩელსი“)
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), კოულ პალმერი, ენცო ფერნანდესი, პედრო ნეტო („ჩელსი)
თავდამსხმელები: ჯონ არიასი („ფლუმინენსე“), გონსალო გარსია (მადრიდის „რეალი“)
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფა-მ კოულ პალმერი დაასახელა.