მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კოულ პალმერი გახდა #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კოულ პალმერი გახდა #1TVSPORT

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი გახდა.

პალმერმა ტურნირის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო საერთო ჯამში ტურნირი მან სამი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით დაასრულა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი დეზირე დუე აღიარეს, საუკეთესო მეკარედ კი – „ჩელსის“ კარის დარაჯი რობერტ სანჩესი. ტურნირის ბომბარდირი ოთხი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მადრიდის „რეალის“ 21 წლის თავდამსხმელი გონსალო გარსია გახდა.

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.