დავით ზალკალიანი - პრობლემა არ იქნება მომავალში სალომე ზურაბიშვილის ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა და მათთან პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა
დავით ზალკალიანი - პრობლემა არ იქნება მომავალში სალომე ზურაბიშვილის ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა და მათთან პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში ელჩების კონფერენციას იმის გამო არ ესწრება, რომ აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვისას წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ, რომ მეორე ტური დაინიშნებოდა და ის ფაქტობრივად, ინაუგურაციას დაემთხვეოდა. ზალკალიანის თქმით, ამ თემაზე გუშინ ქონდათ კომუნიკაცია ზურაბიშვილთან.

„გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ფაქტობრივად ამბასადორიალს, ელჩების კონფერენციას დაემთხვა. ჩვენ რა თქმა უნდა წინასწარ ვერ განვჭვრეტდით, რომ მეორე ტური იქნებოდა. ელჩების კონფერენცია დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული.

ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, აქტიურად მუშაობს აპარატის ფორმირებაზე. ამას ვითვალისწინებთ. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება მომავალში ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა და მათთან პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა, რომელიც მან თავის გამოსვლაში ინაუგურაციაზე ასე კარგად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ჩვენ საერთო გეგმა გვაქვს და ბუნებრივია, ამ საერთო მიზნების მისაღწევად მომავალში ერთობლივად ვიმუშავებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ელჩების კონფერენცია თბილისში ამ წუთებში იხსნება და საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით 21 დეკემბერს დასრულდება.